SOTERI FASHION HOUSE
მდგრადობა
გააზრებული მოდა უკეთესი მომავლისთვის. მდგრადი მიდგომებისადმი ჩვენი ერთგულება ყოველ ჩვენ მიერ შექმნილ სამოსშია ჩაქსოვილი.
ჩვენი ფილოსოფია
Soteri-ში ‘მდგრადობა’ მხოლოდ ‘მოდური სიტყვა’ არ არის — ეს საქმის კეთების უფრო გააზრებული გზაა. მდგრადი მოდისადმი ჩვენი მიდგომა ეფუძნება გააზრებულ გადაწყვეტილებებს, ინოვაციურ ტექნიკასა და მისწრაფებას, უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართული პროდუქტის ღირებულების შექმნის ყველა ეტაპზე.
პირველი ნაბიჯი
Soteri-ის თითოეული სამოსი ისტორიით იწყება — ქსოვილების პასუხისმგებლობით შერჩევისა და ღირებული ურთიერთობების ისტორიით.
ვთანამშრომლობთ ქსოვილების სანდო მომწოდებლებთან, რომლებიც მდგრადი მოდის ჩვენს ხედვას იზიარებენ. სპეციალიზებულ საფეიქრო საწარმოებთან თანამშრომლობისა და მცირე პარტიებით წარმოების წყალობით, ხშირად შეგვიძლია ჩვენი ქსოვილების წარმომავლობას კონკრეტულ ოჯახამდე, ქალაქამდე თუ ხეობამდე მივყვეთ. ეს კავშირები საშუალებას გვაძლევს, საერთო ღირებულებებსა და ოსტატობის პატივისცემაზე დაფუძნებული მტკიცე, ხანგრძლივი ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ.
მეორე ნაბიჯი
მდგრადობა ჩვენი დიზაინისა და წარმოების პროცესის ყოველ ეტაპს გასდევს:
მესამე ნაბიჯი
ეკოდიზაინისა და ეკოწარმოების პრინციპების ერთგულებით ვქმნით განსაკუთრებულად კომფორტულ, გამძლე სამოსს, რომელიც მდგრადი, წრიული ეკონომიკის ჩვენს ხედვას შეესაბამება.
მასალების პასუხისმგებლობით შერჩევას, ინოვაციურ ტექნიკასა და გამძლეობაზე ზრუნვას ვაერთიანებთ, რათა შევქმნათ სამოსი, რომელიც თანაბრად ზრუნავს პლანეტასა და მის მატარებელზე.
ჩვენი დაპირება
Soteri-ში გვჯერა, რომ ‘მდგრადი მოდა’ მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შემცირებას არ გულისხმობს — ის ადამიანებს, პროდუქტებსა და პლანეტას შორის უფრო გააზრებული, ღირებული კავშირების შექმნას ნიშნავს.
01
სანდო საფეიქრო საწარმოებისა და ხელოსნებისგან პასუხისმგებლობით შერჩეული ქსოვილები, რომელთა წარმომავლობის მიკვლევაც შესაძლებელია.
02
შეკვეთით წარმოება და ზუსტი ჭრა — მინიმალური ნარჩენებისა და უმაღლესი ხარისხისთვის.
03
წრიული მოდის პრინციპებით შექმნილი გამძლე სამოსი, რომელიც დიდხანს გემსახურებათ და ადვილად შეკეთდება.
დაგვიკავშირდით
გსურთ, მეტი გაიგოთ მდგრადობისადმი ჩვენი მიდგომების შესახებ? ‘სიამოვნებით მოგისმენთ’.
ელ. ფოსტა: soteri.clothing@gmail.com
მდებარეობა: Georgia, Tbilisi